1.პროექტის სახელწოდება: მუსიკა კინოფილმში
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: იცნობენ თუ არა მოსწავლეები ქართულ კინო მუსიკას,მის
შემქმნელებსა და შემსრულებლებს.
3.პროექტის მიზნები: პრეზენტაციის,მსჯელობის,ურთიერთშეფასების,ვოკალური უნარ-ჩვევების
განვითარება.წაიკითხონ ნოტები და შეასრულონ სიმღერა,გამოთქვან საკუთარი აზრი ნაწარმოების
განხილვის დროს.განიხილონ ხელოვნების სხვადასხვა დარგები და მათი წარმომადგენლების
პროფესიები,ასევე ამ დარგების ცნობილი წარმომადგენლები.
5.მონაწილეთა ასაკი: 1-ლი საფეხური,V-კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
3-კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიტანენ პატარ-პატარა პრეზენტაციებს,რასაც
განვათავსებ ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძგვანელო,რვეული,დისკი,ფორტეპიანო,პროექტორი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საშინაო დავალების პრეზენტაცია,მოსწავლეები მათვის
სასურველ სლაიდებს უკეთებენ კომნენტარებს,სადაური კინო-ფილმია,როგორი მუსიკა ჟღერს.
(15-წუთი) მოსწავლეები სწავლობენ ახალ ტერმინებს ,მასწავლებელი ესაუბრება იმ პროფესიების
შესახებ,რომელიც დაკავშირებულია კინოფილმის შექმნასთან.(10-წუთი) სამუშაო რვეულში დამოუკიდებლად
ასრულებენ დავალებას. მ.დავითაშვილის სიმღერის სანოტო ფრაგმენტის წაკითხვა,სანოტო ნიშნების
ამოცნობა.(10-წუთი) მთელი კლასი შეისწავლის და მღერის კ/ფ-დან „მანანა“.(10-წუთი)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
მუს.V.7. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა.
მუს.V.11. მოსწავლეს
შეუძლია ხელოვნების დარგების და სინთეზურ ხელოვნებაში მათი კავშირების განხილვა.
მუს.V.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.V.4. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი რიტმული ნახაზის, მელოდიის წაკითხვა და გადაწერა.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამუნა ხაბაზიშვილი
No comments:
Post a Comment